“ევროპის უნივერსიტეტი” განცხადებას ავრცელებს


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის უნივერსიტეტი" საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ინდოეთის ელჩ კაშან დენ დიუალის შეხვედრას ეხმაურება.
"როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი გახარიამ ინდოეთის ელჩთან, ბატონ კაშან დენ დიუალთან შეხვედრა გამართა, რა დროსაც აღინიშნა, რომ ინდოეთი უახლოეს პერიოდში გეგმავს საელჩოს გახსნას.
ჩვენთვის, როგორც უნივერსიტეტისთვის, სადაც არაერთი ინდოელი სტუდენტი სწავლობს, მისასალმებელია ინდოეთის სახელმწიფოს ეს ნაბიჯი, რადგან საელჩოს უშუალოდ საქართველოში არსებობა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს კულტურათშორის ურთიერთობას, ასევე ხელს შეუწყობს ინდოელი სტუდენტების მეტ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში.
როგორც მოგეხსენებათ, "ევროპის უნივერსიტეტი" თავის მხრივ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ჩვენი სტუდენტები – მათ შორის ინდოელი სტუდენტები არიან ჩართული და წარმოდგენილი", – აღნიშნულია განცხადებაში
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს