Logo

"ევროპის უნივერსიტეტის" ლექტორის ნიკოლოზ ლაბარტყავას კვლევა კემბრიჯის უნივერსიტეტმა წამყვან სამედიცინო-სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა

საზოგადოება
952
Frontnews image description

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა კარდიოლოგის და "ევროპის უნივერსიტეტის" ლექტორის ნიკოლოზ ლაბარტყავას კვლევა კემბრიჯის უნივერსიტეტმა (Cambridge University Press), პედიატრიული კარდიოლოგიის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო - სამეცნიერო ჟურნალში Cardiology in the young-ში გამოაქვეყნა.

კვლევა სახელწოდებით „Hybrid procedures in the management of hypoplastic left heart syndrome“ (ჰიბრიდული პროცედურები გულის მარცხენამხრივი ჰიპოპლაზიის სინდრომის მენეჯირებისთვის) არის პირველი ქართული სამეცნიერო ნაშრომი პედიატრიულ ინტერვენციულ კარდიოლოგიაში, რომელიც პედიატრიულ კარდიოლოგიის დარგში მსოფლიოში აღიარებულ მოწინავე სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა.

ნიკოლოზ ლაბარტყავა იტალიაში, კარდიოლოგიაში საერთაშორისო მაგისტრატურის ფარგლებში, ბერგამოს უნივერსიტეტის (Università degli studi di Bergamo) და რომის ბამბინო ჯეზუს პედიატრიული ჰოსპიტლის (Ospedale Pediatrico Bambino Gesù) ბაზაზე მუშაობდა.

Advertisement