“ევროპის უნივერსიტეტის” ფრენბურთის გოგონათა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონია

ავტორი
Front News საქართველო
“ევროპის უნივერსიტეტის” ფრენბურთის გოგონათა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
29 აპრილს გამართულ ფინალურ მატჩში “ევროპის უნივერსიტეტის” გუნდი “ბათუმს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტმა” საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტული წაუგებლად მოიპოვა და თასი შეინარჩუნა.





