Logo

“ევროპის უნივერსიტეტის“ ფუტსალის გუნდი შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი მაისურებით ჩაატარებს

საზოგადოება
1485
Frontnews image description

“ევროპის უნივერსიტეტის“ ფუტსალის გუნდის ფეხბურთელები შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი მაისურებითა და უკრაინის ჰიმნის თანხლებით  ჩაატარებენ, რითაც მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას გამოუცხადებენ.

 

მატჩი დღეს,  21:00 საათზე სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება და EU-ს გუნდი ილიაუნის გუნდს დაუპირისპირდება.

 

აღსანიშნავია, რომ თამაში პრინციპულად გადამწყვეტი ხასიათის იქნება და გამარჯვებული გუნდი ცხრილში ადგილს გაიმყარებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები