“ევროპის უნივერსიტეტისა” და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის უნივერსიტეტისა" და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსი თემაზე – "საქართველოს ევროპული მომავალი“, მეორე ეტაპზე გადავიდა. კონკურსში მონაწილეთა 75%-მა 21-ქულიანი ბარიერი წარმატებით გადალახა.
ამჟამად, კომისიის ჩართულობით, მიმდინარეობს ესსების დამუშავება გამარჯვებულების გამოსავლენად.
მეორე ეტაპზე გადასული ნაშრომები უკვე გადაეგზავნა საფრანგეთის საელჩოს, რომლებიც გამოავლენენ ელჩის რჩეულ ესსეს ავტორს და პერსონალურად დააჯილდოებენ.
აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტისა" და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებული ესსეების კონკურსი 6 მარტს გაიმართა. კონკურსში მე-11 – მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან მონაწილეობდნენ და მის მიზანს წარმოადგენდა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება.
კონკურსი "ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და გამარჯვებულიც, სიმბოლურად, 9 მაისს, "ევროპის დღეს" გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის საელჩოს რეზიდენციაში გაიმართება.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ევროპის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: eu.edu.ge
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს