“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ფერერას უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის უნივერსიტეტისა" და "ფერარას უნივერსიტეტის" (ფერარა, იტალია) ერთწლიანი თანამშრომლობა, მხარეებმა ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების გაფორმებით განამტკიცეს.
მემორანდუმის თანახმად, აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას დაგეგმონ ერთობლივი კვლევითი პროექტები და სამეცნიერო ინიციატივები, შეიმუშაონ ერთობლივი აკადემიური პროგრამები, გცვალონ სტუდენტები და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი და სხვ.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმების ფარგლებში, "ევროპის უნივერსიტეტი" თანამშრომლობს ევროპის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორიცაა: სდა ბოკონის მენეჯმენტის სკოლა (იტალია), მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი), მალაგას უნივერსიტეტი (ესპანეთი), ანგლია რუსკინის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და სხვა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს