Logo

"ევროპის უნივერსიტეტში" თბილისში აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით ტრენინგი გაიმართა

საზოგადოება
258
Frontnews image description

26 იანვარს „ევროპის უნივერსიტეტში“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან პარტნიორობით "ინგლისურის როგორც უცხოური/მეორე ენის სწავლების სპეციფიკის შესახებ“ ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს აშშ-ის საელჩო თბილისში ინგლისური ენის სპეციალისტი მაიქლ ვესიო უძღვებოდა.

ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრის მიზანი მონაწილეთა სწავლების მეთოდების ეფექტურად გამოყენების უნარის განვითარება და პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესება იყო.

მაიქლ ვესიოს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება განათლების ლიდერობის, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების და ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით.

პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაფუძნებული შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ თანამშრომლობითი სწავლების კონკრეტულ სტრატეგიებს.

მონაწილეები ჩაერთნენ ინტერაქტიულ აქტივობებში, დისკუსიაში და სხვადასხვა უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ სავარჯიშოში, რაც მათ მოგვიანებით შეუძლიათ საკუთარ პრაქტიკაში დანერგონ.

ტრენინგის სპეციფიკა:

• სწავლების პრაქტიკული მეთოდები და გაკვეთილის დაგეგმვის ეფექტური სტრატეგიები

• სასწავლო ტექნოლოგიები და ციფრული საშუალებები განათლებაში 

• ინტერაქტიული დავალებები და პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა 

• პრაქტიკული გამოცდილება, რაც მონაწილეებმა შეიძლება პრაქტიკაში დანერგონ

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ინგლისურის ასევე ქართულის, როგორც უცხოური ენის პედაგოგები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები