Logo

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საზოგადოება
905
Frontnews image description

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, სადაც არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

შარლ მიშელმა ოფიციალური შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტთან და პრემიერთან. დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს 2 მარტს დატოვებს.

თაგები:

Advertisement