“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეასრულონ ვალდებულებები და აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები“


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით ერთი წლის თავზე კვლავ ხდება საკითხის დაყენება. ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად, ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი. რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები მათ შორის, არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები არამედ, ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა ჯერ-ჯერობით არ არის“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ის საკითხებია, რომელზეც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აპირებს რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოუწოდებს მათ შეასრულონ ვალდებულებები – აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა