Logo

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო Covid19- ის გამოწვევის დაძლევის შესახებ გეგმას წარადგენს”

Frontnews image description

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე  Covid19-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ.  

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხსენებით გამოვიდნენ.

„მოხარული ვართ, რომ საქართველო გააკეთებს შესაბამის განცხადებას, რის ფარგლებშიც წარვადგენთ გეგმას ქვეყანაში Covid19-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ და ,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ვაქცინაციის სტრატეგიის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანას დაეხმარება ძალიან სწრაფად დაძლიოს არსებული გამოწვევა და აღადგინოს ეკონომიკა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

თაგები:

Advertisement