ევროსასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენს 3 ნოემბერს გამოაცხადებს


ავტორი
Front News საქართველო
ევროსასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საბოლოო განაჩენს 3 ნოემბერს გამოაცხადებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გიორგი მამალაძის ადვოკატმა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის გამო მიმართა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის დავით ჯანდიერის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, დაირღვა თუ არა გიორგი მამალაძის უფლება სამართლიან სასამართლოზე და ასევე დაირღვა თუ არა მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია.
“მთელი პროცედურის განმავლობაში გიორგი მამალაძე აცხადებდა, რომ მის ბარგში აღმოჩენილი ციანიდი მას არ ეკუთნოდა. სამივე ინსტანციის სასამართლოს განხილვის მთავარი საკითხი სწორედ ეს იყო. ეს არის პირველი საკითხი, რაზეც არის საჩივარში მსჯელობა. მეორე საკითხი უკავშირდება იმას, იყო თუ არა მკაცრად აუცილებელი დახურული სხდომების ჩატარება, იმიტომ რომ მთელი პროცედურა მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კონტროლის მიღმა.
მესამე ძირითადი შეკითხვა მომჩივანის უდანაშაულობის პრეზუმფციას ეხება. სხვადასხვა თანამდებობის პირის იმ განცხადებების გამო, რომელიც გაკეთდა დაპატიმრების შემდეგ“, – განაცხადა დავით ჯანდიერმა.
თაგები:
დეკანოზი გიორგი მამალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს