Logo

"Front News საქართველო" ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ენერგოეფექტურობის კამპანიის დახურვის ღონისძიებას უმასპინძლებს

ენერგოეფექტურობა
334
Frontnews image description

"Front News საქართველოს" ორგანიზებით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი "საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ (GESRP) ფარგლებში განხორციელებული რეგიონალური ენერგოეფექტურობის კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ახალგაზრდული კონკურსების მონაწილეები, გამარჯვებულები, მასწავლებლები და მოსწავლეები დაესწრებიან.

ღონისძიება სასტუმრო სასტუმრო "გორი ინნ"-ში 28 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიების მთავარი მიზნებია:

კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწევების შეჯამება

გამარჯვებულთა დაჯილდოება კონკურსებში:

"ენერგოეფექტურობა დღეს“ – ჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის;

"ჩემი თვალით დანახული ენერგოეფექტურობა“ – ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის;

თემატური გამოფენის მოწყობა – კამპანიის ფარგლებში შექმნილი პოსტერების პრეზენტაცია;

ტრენინგებში მონაწილე ახალგაზრდებისთვის ცნობიერების ამაღლება ენერგოეფექტურობისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე;

ღონისძიება წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს საზოგადოებრივი ჩართულობისა და ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდისკენ ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რაც ევროკავშირისა და საქართველოს გრძელვადიან პარტნიორობაში წარმოადგენს მნიშვნელოვან პრიორიტეტს.

სამი თვის მანძილზე განხორციელებული კამპანია მიზნად ისახავდა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ქალების და მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას პროექტის სამიზნე რეგიონსა და სრულიად საქართველოში ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარების გზით.

30 წელზე მეტია, ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა  მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/

პროექტის შესახებ:

“საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი, GOPA Tech-ის ხელმძღვანელობით. რეგიონალური ენერგოეფექტურობის კამპანიის განმახორციელებელია შპს “მეს”.

Advertisement