Logo

FT - დონალდ ტრამპი 17 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს

უკრაინა
193
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს, - ამის შესახებ Financial Times-ის მთავარმა კორესპონდენტმა კიევში კრისტოფერ მილერმა განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა პარასკევს, 17 ოქტომბერს, ვაშინგტონში გაიმართება.

ტრამპმა და ზელენსკიმ ამ შაბათ-კვირას ორი სატელეფონო საუბარი გამართეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ენერგეტიკის სექტორის აღდგენაში დახმარება, ასევე თავდაცვის საკითხები განიხილეს.

"მადლობელი ვარ თქვენი მხარდაჭერის სურვილისთვის. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები და შეთანხმებები, რომლებსაც ამ მხრივ ვამზადებთ. არსებობს კარგი ვარიანტები, ძლიერი იდეები, თუ როგორ უნდა გავძლიერდეთ“, - განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.

ზელენსკი ბოლოს ტრამპს 23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა და შეხვედრას პროდუქტიული უწოდა.

 

Advertisement