Logo

FT - ხამენეის მკვლელობამ კრემლი შეაშინა, პუტინის დაცვა შეიცვალა

მსოფლიო
229
Frontnews image description

ხელოვნური ინტელექტის უახლესი ინსტრუმენტები შესაძლებელს ხდის მილიონობით საათის ვიდეოს ანალიზს და სწორი სამიზნეების პოვნას. ირანში აშშ-ის ოპერაციის შემდეგ, ამ შესაძლებლობებმა კრემლი სერიოზულად შეაშფოთა, - ამის შესახებ Financial Times წერს.

გამოცემის ორი წყაროს ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა დროებით გამორთეს სპეციალური ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ნაწილი, რომელიც  ვლადიმერ პუტინისა და მისი ახლო გარემოცვის დასაცავად გამოიყენებოდა.

ერთ-ერთი მათგანის თქმით, სისტემა მხოლოდ მას შემდეგ ჩაირთო, რაც ინჟინრებმა საფუძვლიანად შეამოწმეს იგი და ინტერნეტისგან ჰერმეტულად იზოლირება სცადეს.

ეს ზომები ისრაელის სადაზვერვო ოპერაციის საპასუხოდ იქნა მიღებული, რომელმაც, გამოცემის წყაროების ცნობით, თეირანის საგზაო კამერებიდან გადაღებული ვრცელი კადრები გამოიყენა ხამენეის უახლოეს მოკავშირეებთან შეხვედრის ადგილისა და დროის დასადგენად. დარტყმის შედეგად ირანის უსაფრთხოების რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი დაიღუპა.

როგორც FT აღნიშნავს, ამ ოპერაციამ თანამედროვე სათვალთვალო სისტემების შესაძლებლობების ახალი დონე აჩვენა. მათ შეუძლიათ დიდი რაოდენობით  ვიდეო მონაცემების ანალიზი, ქცევითი ნიმუშების იდენტიფიცირება, ადამიანების მოძრაობების თვალყურის დევნება და ათასობით კამერას შორის სამიზნეების სწრაფად პოვნა.

ირანში განვითარებული მოვლენების შემდეგ, კრემლმა პუტინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სისტემების შესწავლა გადაწყვიტა. როგორც FT აღნიშნავს, რუსეთის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ ასეთი ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღალი თანამდებობის პირების გადაადგილების თვალყურის დევნების და კრიტიკული ინფორმაციის შესაგროვებლად.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები