გაჩიანში შემთხვევით გასროლას 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რასაც 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა. ის ამ დროისთვის დაკავებულია.
როგორც Front News-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 116-ე და 336-ე მუხლებით დაიწყო.
თაგები:
