“გადარჩენის იმედი თითქმის არ არსებობს” – მარიუპოლის მცველები ბოლო ბრძოლისთვის ემზადებიან


ავტორი
Front News საქართველო
მარიუპოლის დამცველები, რომლებიც ახლა რუსი დამპყრობლების მიერ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არიან ბლოკირებული, ბოლო ბრძოლისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის ჯარისკაცის მეუღლემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ისინი თითქმის აღარ ამოდიან ზედაპირზე, მხოლოდ საკვებისა და წყლის საპოვნელად. განწყობა პესიმისტურია, რადგან გადარჩენის იმედი თითქმის არ არსებობს. ბოლო ბრძოლისთვის ემზადებიან, რადგან დიპლომატიის არ სჯერათ”, – აცხადებს მარიუპოლის დამცველის ცოლი.
ამავდროულად, პოლკის მებრძოლების ცოლები აღნიშნავენ, რომ სჯერათ უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ სამხედროების გადასარჩენად.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი, რომელიც ახლა 95%-ით დანგრეულია, 1 მარტიდან რუსი დამპყრობლების ბლოკადაშია, მაგრამ მტერი მარიუპოლის სრულად აღებას ვერ ახერხებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს