
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფისა და განვითარებისთვის ახალ გადაწყვეტილებებს ამზადებს. ცვლილებები სამხედრო და თავდაცვის სექტორის ხელმძღვანელობის მოსაზრებების საფუძველზე მუშავდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ნაბიჯს წინ უძღოდა განხილვებისა და კონსულტაციების ხანგრძლივი სერია.
"გუშინ და დღეს ბევრი კონსულტაცია იყო. რა თქმა უნდა, მესმის, რას ამბობენ ადამიანები. დღეს ხანგრძლივი საუბარი მქონდა მიხაილო ფედოროვთან. დღეს ვესაუბრე ალექსანდრ სირსკის. არმიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შემუშავდება, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინაზე ზრუნავს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს ჩვენს პოზიციებს ფრონტის ხაზზე, ვინც ცდილობს ომი სახლში დააბრუნოს - რუსეთში, საიდანაც ის დაიწყო. დიდება უკრაინას!“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მესამე დღეა, გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გადაყენების გამო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოეხმაურა მის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს. თავის მიმართვაში ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ხალხს და განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს