Logo

გადაუღებელი წვიმის შედეგად ქობულეთის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

შემთხვევა
535
Frontnews image description

ქობულეთში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

 

დატბორილია ეზოები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართები. 

 

რაც შეეხება სოფლებს, მეწყრული პროცესები 20-მდე ადგილას განვითარდა. წინასწარი მონაცემებით, 2 ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

 

სტიქიის გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

 

ბოლო 10 დღის განმავლობაში, ძლიერი წვიმის გამო ქობულეთი უკვე მეორედ დაიტბორა.

Advertisement