გაერო-ს გენერალური მდივანი უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტებს შეხვდება


ავტორი
Front News საქართველო
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავს.
გუტიერეში ზელენსკის და ერდოღანს 18 აგვისტოს ლვოვში შეხვდება.
თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით 18 აგვისტოს ჩავა.
ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებით, თურქეთის ლიდერს ზელენსკისთან ერთად სურს ისაუბროს კიევსა და ანკარას შორის ურთიერთობების ყველა ასპექტზე. სამმხრივ სამიტზე კი დაგეგმილია იმ ომის განხილვა, რომელიც რუსეთმა გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ.
“შეხვედრის დროს განიხილება ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ომის დასასრულებლად დიპლომატიური საშუალებებით, ასევე, განიხილება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის საკითხები“, – განაცხადეს ერდოღანის ადმინისტრაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს