გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის მსხვერპლი 14 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გახდა


ავტორი
Front News საქართველო
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მსხვერპლი 14 059 მშვიდობიანი მოქალაქე გახდა, მათგან 5 767 დაიღუპა, 8 292 – დაიჭრა.
ამის შესახებ უკრაინაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა მატილდა ბოგნერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს რიცხვი სავარაუდოდ, გაცილებით დიდია.
როგორც ბოგნერმა აღნიშნა, 416 ადამიანი თვითნებური დაკავების ან იძულებითი გაუჩინარების მსხვერპლი გახდა, მათგან 16 გარდაცვლილი იპოვეს, 166 – გაათავისუფლეს.
მისივე თქმით, რუსეთი არ აძლევთ უკრაინელ ტყვეებთან შეხვედრის საშუალებას, ორგანიზაციას კი აქვს იმის მტკიცებულებები, რომ ისინი წამებას და არასათანადო მოპყრობა ექვემდებარებიან.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს