Logo

“გაერთიანებული ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” დემოკრატიის ფასადის შექმნაში არ დაეხმარება”

საზოგადოება
1027
Frontnews image description

ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი თამარ კორძაია საარჩევნო საკითხებზე საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე  სოზარ სუბარის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ "გაერთიანებული ოპოზიცია ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს".

მისივე თქმით, მათ გაერთიანებაში შემავალი ოპოზიციური პარტიები "ქართულ ოცნებას" "დემოკრატიის ფასადის შექმნაში" არ დაეხმარებიან. 

"თუ რაიმე აინტერესებს "ქართულ ოცნებას", ცესკოს მიერ უკვე გადაკეთებული გადაწყვეტილებები საჯაროდაც დევს და შეუძლით იქედან შეისწავლონ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა ნახევარი აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. ვინ ეყოლებათ ოპოზიციიდან? პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენელი, რომელმაც ძალიან მსუბუქად მიიღო ხელისუფლების თავდასხმა, არათუ ოპოზიციურ პარტიებზე, არამედ, არასამთავრობო სექტორზე, რომელმაც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ მისი შედეგები 8%-ის მეტობაზე სრულიად არგუმენტირებული და დასაბუთებული იყო. 

თუ ასეთი ოპოიციური ძალებით ფიქრობენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ჩვენთვის ეს მაინც იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს, თითქოს შეისწავლოს საკითხები, თითქოს ობიექტური სახით ელაპარაკოს მის მიერ მოტყუებულ ამომრჩეველს", – აცხადებს თამარ კორძაია. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ინიციატივით გამოვიდა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ის საჩივარი გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არ განიხილეს.
 

თაგები:

Advertisement