Logo

გაგი მოსიაშვილი - ბრალის წარდგენა ან ბრალდებულის სტატუსის ქვეშ ყოფნა პირის არ ნიშნავს, რომ პირი დამნაშავეა წარდგენილ ბრალდებაში

სამართალი
151
Frontnews image description

ბრალის წარდგენა ან ბრალდებულის სტატუსის ქვეშ ყოფნა პირის არ ნიშნავს, რომ პირი დამნაშავეა წარდგენილ ბრალდებაში, - ამის შესახებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაცვის მხარე არ იცნობს საქმის მასალებს.

"ბრალის წარდგენა ან ბრალდებულის სტატუსის ქვეშ ყოფნა პირის არ ნიშნავს, რომ პირი დამნაშავეა წარდგენილ ბრალდებაში. გაუკვირდება ნებისმიერ პირს აბსურდული ბრალი, აქედან გამომდინარე, მე თვითონ გაკვირვებული ვარ.

ჩვენ არ ვიცნობთ საქმის მასალებს, ამიტომ ვერანაირი სახის კომენტარს ვერ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ვისთანაც საჭირო არის კომუნიკაცია და ურთიერთობა, რა თქმა უნდა, გვაქვს", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა, ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები