Logo

“გახარიასთვის რთული იქნება გზის გაკვლევა”

საზოგადოება
819
Frontnews image description

ექსპერტი გია ხუხაშვილი გიორგი გახარიას პარტიის ჩამოყალიბებაზე შეფასებებს აკეთებს.

"შემადგენლობა ჯერჯერობით ცნობადობის მხრივ, არ გამოიყურება მთლად წელში გამოყვანილად, მათ აქვთ დაბალი ცნობადობა. პოლიტიკაში ეს მოგეხსენებათ, საფუძველთა საფუძველია, თუმცა გახარიას ცნობადობა არ აკლია, შესაბამისად, მას, როგორც ორთქლმავალს, შეუძლია ჩაიბას ეს ყველაფერი და გარკვეულწილად რაღაც შედეგზე იყოს ორიენტირებული. მას აქვს მაღალი რეიტინგი მოლოდინის, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ე.წ მოლოდინის რეჟიმში იზომება, შეიძლება მას ჰქონდეს მაღალი პერსპექტივა, მაგრამ საკმაოდ მყიფეა ეს ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდ მოლოდინს შეიძლება მოჰყვეს დიდი იმედგაცრუება, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს ქართულ სინამდვილეში. 

გახარიასთვის რთული იქნება გზის გაკვლევა, იმიტომ რომ ის აღმოჩნდება ორი ცეცხლის ქვეშ. ერთი პოლუსი იტყვის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, მეორე პოლუსს კი თუ ძალიან გაუჭირდა იტყვიან, რომ სააკაშვილს შეეკრა. ვნახოთ რა იქნება, წინასწარ რამის თქმა რთულია. მე ამაზე პასუხი არ მაქვს, შეიძლება ლელა კაკულიას აქვს. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ალბათ, მერე რაღაც გამოჩნდება"-განაცხადა ხუხაშვილმა. 

გიორგი გახარიას გუნდმა დღეს, "ქართული ოცნება" დატოვა. გახარია ახალ პარტიას აყალიბებს.

თაგები:

Advertisement