გალანტი – სამხედრო კამპანია ღაზაში შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს, მაგრამ საბოლოოდ “ჰამასი” აღარ იქნება


ავტორი
Front News საქართველო
ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, სამხედრო კამპანიას ღაზაში “შეიძლება ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდეს, მაგრამ ბოლოს ჰამასი აღარ იქნება”.
ამის შესახებ გალანტმა ისრაელის საჰაერო ძალების ოპერატიული მართვისა და კონტროლის ცენტრში ოპერატიული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა.
“ეს უნდა იყოს ჩვენი ბოლო მანევრირების ოპერაცია ღაზაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემდგომში “ჰამასი” აღარ იქნება”, – აღნიშნა მან.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალებს და განაცხადა, რომ შემდეგი ეტაპი – სახმელეთო ოპერაცია “მალე იქნება”.
უახლოეს დღეებში ისრაელში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტეს და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ვიზიტები იგეგმება.
თაგები:
ისრაელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს