გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ მწვანე შენობების გლობალური EDGE სერტიფიკატი მიიღო


ავტორი
Front News საქართველო
საინვესტიციო კომპანია გალტ & თაგარტი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, საინვესტიციო ბანკის ჩართულობით, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ მწვანე შენობების გლობალური სერტიფიკატი EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies) მიიღო.
EDGE მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი კომპანია International Finance Corporation-ის მიერ შემუშავებული სასერტიფიკაციო სისტემაა. იგი აფასებს, თუ რამდენად ეფექტიანია შენობა წყლის, ენერგიისა და სამშენებლო მასალების რესურსების გამოყენებისა და დაზოგვის კუთხით და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს წარმოადგენს.
კომპანია „აი ჯი დეველოპმენტმა ჯორჯიამ“ მოიპოვა EDGE Advanced სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ მისი ენერგიის მოხმარება სტანდარტულ მაჩვენებლებთან შედარებით 40%-ზე მეტით არის შემცირებული.
"აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ გახდა პირველი კომპანია როგორც კორპორაციულ, ასევე უძრავი ქონების სექტორში საქართველოში, რომელმაც EDGE Advanced სერტიფიკატი მოიპოვა.
სერტიფიკატი როგორც გლდანისა და საბურთალოს სითი მოლებს, ასევე საბურთალოს ბიზნეს ცენტრს - სითი თაუერს მიენიჭა.
"ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც ბაზარზე ინოვაციურ პროექტებს ახორციელებენ. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი პროცესები გავიარეთ სერტიფიცირების პროცესში და მოხარული ვართ, რომ კომპანიამ EDGE Advanced დონის სერტიფიკატი მიიღო. ეს მდგრადი განვითარების მიმართ კომპანიის ხედვასა და უძრავი ქონების სექტორში მის მოწინავე პოზიციებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. განსაკუთრებით საამაყოა, რომ გალტ & თაგარტის ჩართულობით, კომპანიამ მნიშვნელოვანი სტანდარტი დაამკვიდრა, რაც საბოლოოდ როგორც ბიზნესსექტორის, ისე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.
„2022 წლიდან „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ თანამშრომლობს „გალტ & თაგარტთან“ და ამ პერიოდში წარმატებით განახორციელა ხუთი მსხვილი ობლიგაციის ემისია. კომპანიას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში, საქართველოს კორპორაციული და უძრავი ქონების ბაზარზე პირველი მსხვილი დეველოპერია, რომელმაც მასშტაბური სავაჭრო ცენტრების პროექტები წარმატებით განახორციელა“, – აცხადებს ლევან მესხელი, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
„აი ჯი დეველოფმენტი“ თბილისში ორ წამყვან სავაჭრო ცენტრს — „სითი მოლი საბურთალოს“ და „სითი მოლი გლდანს“, ასევე ბიზნეს კომპლექს „სითი თაუერს“ ფლობს, რომლებიც 100%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს და თანამედროვე ბაზრის მაღალ მოთხოვნებს პასუხობს. EDGE Advanced სერტიფიკატის მიღებით, კომპანია ენერგოეფექტურობის მაღალ დონეს აჩვენებს და მდგრადი განვითარების ახალი სტანდარტების დანერგვისკენ გზას ხსნის.
(R)
თაგები:
გალტ & თაგარტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს