გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

ავტორი
Front News საქართველო
გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ - საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა წარადგინა. კონფერენცია 26 სექტემბერს, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში გაიმართა.
გალტ & თაგარტმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო, მათ შორის, თუ რა არის ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძირითადი ფაქტორები და მომდევნო წლებში რაზე იქნება დამოკიდებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ასევე პანელური დისკუსია, რომელშიც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძეც მონაწილეობდა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გალტ & თაგარტმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა და დამსწრეებს ეკონომიკაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ტენდენციები გააცნო. ასევე ყურადღება გამახვილდა, თუ რა არის ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძირითადი ფაქტორები, როგორია ინვესტიციების და პროდუქტიულობის დინამიკა, ასევე რა მიმართულებებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ტრადიციულად, წარვადგინეთ 2025–26 წლების ძირითადი მაკროპარამეტრების პროგნოზები, რათა საქმიან საზოგადოებას დროულად გავაცნოთ ეკონომიკური ტენდენციები და დავეხმაროთ მათ ბიზნესის დაგეგმვასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში“, - განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევა ბოჭორიშვილმა.
გალტ & თაგარტის კვლევების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.
(R)
თაგები:
გალტ & თაგარტი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


