Logo

“გამოჩნდა, რომ “ქართული ოცნება“ არ არის მზად იმისთვის, რომ აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში”

საზოგადოება
1464
Frontnews image description

ვწუხვარ, რომ ჩემი ოპტიმიზმი და მოლოდინები არ გამართლდა. ჩვენ ვერ შევძელით, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა წინ წასულიყო, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"სამწუხაროდ, ამდენსაათიანი მუშაობის და ძალიან მძიმე, რთული მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რაც არაერთხელ გვითქვამს – გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად იმისთვის, რომ აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში. ამ ეტაპზე ხელისუფლებამ არ გამოიჩინა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდა არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ვწუხვარ, რომ ჩემი ოპტიმიზმი და მოლოდინები არ გამართლდა. ჩვენ ვერ შევძელით, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა წინ წასულიყო“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თაგები:

Advertisement