Logo

გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას

საზოგადოება
1245
Frontnews image description

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მონაცემებით, კითხვაზე, რომელიც პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, 40% აცხადებს, რომ არცერთი 

გამოკითხულთა 23 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 7 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.  14 პროცენტმა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, 8 პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის, 7 პროცენტი კი სხვა პარტიებს ასახელებს („ევროპული საქართველო“,„გირჩი-მეტი თავისუფლება“, „ლელო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“).

აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.​​ NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

თაგები:

Advertisement