“გამონახონ პარტიებმა გამოსავალი და კონცენტრირდნენ იმ საკითხებზე, რაც ქვეყანას სჭირდება”


ავტორი
Front News საქართველო
გამონახონ პარტიებმა გამოსავალი და კონცენტრირდნენ იმ საკითხებზე, რაზე კონცენტრირება ახლა ქვეყანას სჭირდება – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა.
"ვფიქრობ, რომ უკანასკნელი კვირებისა და თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობა, არის რეალური გამოწვევა საქართველოსთვის, რადგან საქართველო ახლა ისედაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონული მიმართულებით, სადაც ვითარება საკმაოდ რთულია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მთელი ძალისხმევა მიმართული იყოს ამ გამოწვევებისკენ და დაძაბულობა შიდაპოლიტიკურ ფრონტზე ჩაწყნარდეს. ევროკავშირის მედიაცია ამ მიმართულებით არის კარგი შესაძლებლობა, რათა ამ გვერდის გადაფურცვლა მოხდეს. მე ვუერთდები მათ, ვინც მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, გამონახონ გამოსავალი და კონცენტრირდნენ იმ საკითხებზე, რაც ქვეყანას სჭირდება", – განაცხადა ელჩმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს