“გამოვალ და ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს სათანადო ყურადღებას მივაქცევ”


ავტორი
Front News საქართველო
ვუყურებ ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და „ქართული ოცნების“ დეპუტაციას, ბედნიერები არიან, ფიქრობენ, რომ ბედისწერა მათით დაინტერესდა, გამოვალ და სათანადო ყურადღებას მაგათაც მივაქცევ, რადგანაც ჩემთვის „ქართული ოცნება“ და ეს ბატონები ერთი და იგივე არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „მთავარ არხს“ ინტერვიუში განუცხადა.
„მინდა, გამოვეხმაურო სასოწარკვეთილ კამპანიას, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“, მაგრამ არაფერი გამოსდის; რომელშიც ჩართეს ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი. ამ ადამიანებს, თავად თავს რომ ასაღებენ ოპოზიციონერებად, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან.
ეს ადამიანები ამბობენ, თითქოს უარი რომ განვაცხადე, მიმეღო ინდულგენცია და გამოსასყიდის თანხა არ ჩავარიცხინე ევროკავშირს, ამის შემდეგ ამოქმედდა ამნისტიის სათადარიგო მექანიზმი“, – აცხადებს ნიკა მელია.
მელიას თქმით, პრინციპებს არ გადაუხვევს და საკუთარ იდეასთან მიმართებით ურყევი იქნება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს