განადგურებული 101 თვითმფრინავი, 517 ტანკი და 15 600 ჯარისკაცი – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 15 600 ჯარისკაცი დაკარგა.
გარდა ამისა, განადგურებულია მტრის 517 ტანკი და 101 თვითმფრინავი.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 23.03-მდე:
ტანკები – 517, ჯავშანტექნიკა – 1 578, საარტილერიო სისტემები – 267, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 80, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 47, თვითმფრინავი – 101, ვერტმფრენები – 124, საავტომობილო ტექნიკა – 1008, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 4, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 70, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 42, სპეციალური ტექნიკა – 15.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს