განახლებული მონაცემები უკრაინაში რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ


ავტორი
Front News საქართველო
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში კიდევ 100 ჯარისკაცი და ერთი ვერტმფრენი დაკარგეს, – განახლებულ მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 35 970 (+100) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 03.07-მდე: ტანკები – 1 584 (+2), ჯავშანტექნიკა – 3 744 (+7), საარტილერიო სისტემები – 801 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 246 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 105 (+0), თვითმფრინავი – 217 (+0), ვერტმფრენები – 187 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 654 (+1), საკრუიზო რაკეტები – 144 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 618 (+4), სპეციალური ტექნიკა – 64 (+3).
გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკისა და ბახმუტის მიმართულებით განიცადა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს