განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე სტუდენტები არიან შეკრებილი, რომლებიც განათლების რეფორმას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ეს არა თუ განათლების სასიკეთოდ განხორციელებული რეფორმებია, არამედ ანტიეროვნულია.
"ეს არ არის რეფორმა, ეს არის ანტირეფორმა არა მარტო განათლების სფეროსთვის, არამედ მთლიანად წყობისთვის. ეს უფრო დასჯაა იმ ურჩი პროფესურის და სტუდენტების, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები ხელისუფლების მიმართ. ბევრ სხვა მიზეზებთან ერთად სურთ, რომ უნივერსიტეტებში, სადაც ადამიანის თავისუფალი აზრი ყალიბდება, ყველანაირი თავისუფლების კუნძული დაანგრიონ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
თაგები:
საპროტესტო აქცია




