Logo

“განცხადებას ხელს უმეტესად თავმჯდომარე ევროპარლამენტარები აწერენ, თუ ეს არ არის საკმარისი, ნება მიბოძეთ, მივამატო მე-8 ხმა”

საზოგადოება
990
Frontnews image description

ევროპარლამენტარი მარკეტა გრიგოროვა ევროკავშირის მიერ დახმარების შესაძლო შეჩერებაზე "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს ეხმაურება. 

გრიგოროვა Twitter-ზე წერს, რომ თუ მათთვის 7 ხმა საკმარისი არ არის, შეუძლია, ვიცე-თავმჯდომარის მე-8 ხმა დაამატოს.

"ამ განცხადებას ხელს უმეტესად თავმჯდომარე ევროპარლამენტარები აწერენ, თუ ეს არ არის საკმირისი, ნება მიბოძეთ, მივამატო ვიცე-თავმჯდომარის მე-8 ხმა. დიახ, შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობას, თუნდაც ისეთი კარგის, რომელიც დანიელსონმა გამოაქვეყნა, შეიძლება, მართლაც მოჰყვეს შედეგები. ევროკავშირი პარტნიორია და არა ინსტრუმენტი", – წერს ევროპარლამენტარი.

თაგები:

Advertisement