გარდაბანში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1988 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 2000 წელს დაბადებული მ.გ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
სამართალდამცველებმა ფ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.





