Logo

გარდაბანში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

სამართალი
153
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 28 აგვისტოდან სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი - 1992 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული, გარდაბანში, საცხოვრებელ სახლებში, სხვადასხვა დროს, ქურდობის მიზნით შევიდა, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთებს და ტექნიკას ფარულად დაეუფლა.

ჩადენილი დანაშაულებისთვის ფ.ა.-ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები