გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი “ნაციონალურ მოძრაობას” შეურთდნენ


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიან ნაციონალურ მოძრობას” გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი და სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი შეურთდნენ.
ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრმა დავით კირკიტაძემ საგანგებო ბრიინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, “ქართული ოცნება” იშლება.
“ქართულ ოცნებაში” ჯერ კიდევ რჩებიან პატიოსანი საჯარო მოხელეები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები და ამის გამო ვერ ახერხებენ მათი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირონ და მათი პოზიცია არის რა თქმა უნდა პროტესტი. მაგრამ, საჯარო სამსახურებშიც, “ქართულ ოცნებაში” გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაძლიეს ბევრი ბარიერი და უკანასკნელმა მოვლენებმა მათ გადააწყვეტინა, დაეტოვებინათ საკმაოდ მაღალი სახელმწიფო თანამდებობები, რომლებიც ეკავათ და შეერთებოდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც არის ფლაგმანი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლაში და რომელსაც ნამდვილად სურს, დაასრულოს ქვეყანაში ძალადობა და ის გაჭირვება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოგვიტანა დღეს.
“ქართული ოცნება” იშლება და ძალიან მალე მას გავისტუმრებთ პოლიტიკურად მოუსავლეთში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, ყველა სახელმწიფო მოხელემ გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას”, – აცხადებს დავით კირკიტაძე.
თაგები:
დავით კირკიტაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს