Logo

გარემოს ეროვნული სააგენტო – ჰაერის ტემპერატურა 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ

საზოგადოება
1271
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ.  

 

“ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია  34◦C,  36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  35◦C,  37◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა  31◦C,  36◦C, მაღალ მთაში  26◦C,  31◦C-მდე მოიმატებს. 

 

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თაგები:

ამინდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები