“გაწბილებული ვართ, რომ უფრო მეტი ლიდერობა ვერ ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან”


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის შეკავების კუთხით.
დეგნანის განმარტებით, მათ სამწუხაროდ, ასეთი წამყვანი როლი ვერ დაინახეს.
“პრემიერ-მინისტრმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს სიტუაციის დამშვიდებაში, როდესაც ძალადობა გამოიყენება. დაგმოს ეს ძალადობა მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ გაწბილებულები ვართ, რომ უფრო მეტი ლიდერობა ვერ ვიხილეთ მისი მხრიდან”, – განაცხადა დეგნანმა.
თაგები:
