“გავაცანით ჩვენი ხედვა ელჩებს, მოვისმინეთ მათი აზრი”


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შეხვედრა ელჩებთან დასრულდა.
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მათ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უპირველესად ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება, ელჩებს მოსაზრებები გააცნეს, მათგან პასუხები მოისმინეს და ახლა საკითხებზე პარტიაში იმსჯელებენ.
"არსებობს კონკრეტული საკითხები, რომელზეც გვაქვს ჩვენი პრობლემატური შეფასებები. ამიტომ, ამ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა დეტალური მსჯელობა, გავაცანით ჩვენი ხედვა ელჩებს, მოვისმინეთ მათი აზრი. შესაბამისად, ახლა გაიმართება დამატებითი კონსულტაციები თვითონ პარტიის ფარგლებში, იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი შემდგომი პოზიცია", – განაცხადა სამადაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს