გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის გენშტაბის უფროსი დაჭრილია


ავტორი
Front News საქართველო
სამხედრო ჟურნალისტი ალექსანდრ შულმანი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი დაჭრილია.
“რუსეთის ფედერაციის გენერალი ვალერი გერასიმოვი -მე-300
“დაუსრულებელი“, თუმცა მაინც სასიამოვნოა“ – სოციალურ ქსელში წერს შულმანი.
წინასწარი ინფორმაციით, 66 წლის გერასიმოვი სასიკვდილოდ არ დაჭრილა, მასთან ერთად სამეთაურო პუნქტში მყოფი 20-მდე ოფიცერი კი უკრაინის შეიარაღებული ძალების ზუსტი დარტყმის შედეგად განადგურებულია.
გერასიმოვის დაჭრის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ.
უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტებმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იზიუმში ჩავიდა, რათა ჯარს პირადად უხელმძღვანელოს.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Faleksandr.shulman1%2Fposts%2F10217875027027963&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”175″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს