გეკა გელაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
"შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, ამ მიმართულებით, პარტნიორობა დინამიკურად ვითარდება.
შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ ჭოუ ციენს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


