გეკა გელაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო’ფლაერტთან შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო დეტალური ინფორმაცია როგორც სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე, ასევე მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ.
"მხარეებმა ასევე განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე




