Logo

გეკა გელაძე ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

სამართალი
344
Frontnews image description

შს მინისტრმა გეკა გელაძემ ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს იტამარ ბენ გვირს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. მხარეებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.

გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ისრაელის მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის.

იტამარ ბენ გვირმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და მზაობა გამოთქვა პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია და საელჩოს წარმომადგენლები.

Advertisement