გეკა გელაძე ლევან იოსელიანს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
"შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს.
გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მინისტრის თქმით, ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
თავის მხრივ, ლევან იოსელიანი მინისტრს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა და პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, როლანდ მესხი, მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და შალვა თადუმაძე დაესწრნენ", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს