გეკა გელაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
შს მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
"შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოპერატიულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები და იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


