გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ეწვია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ინფრასტრუქტურა, სამუშაო სივრცეები, დანაყოფისთვის განკუთვნილი ავტოპარკი და სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა. გეკა გელაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსთან, დავით თამაზაშვილთან ერთად, ასევე, დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას და ბაზაზე არსებული კინოლოგიური სამმართველო მოინახულა.
"მინისტრმა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირებისგან დანაყოფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოისმინა და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
გეკა გელაძე ასევე, იმყოფებოდა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში, სადაც ადგილზე გაეცნო დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას. თანამშრომლებთან შეხვედრისას მან ყურადღება გაამახვილა უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურსაც ეწვია, სადაც ისაუბრა დანაყოფის მნიშვნელობასა და არსებული შესაძლებლობების გაძლიერების სამომავლო პერსპექტივებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში, გეკა გელაძესთან ერთად მინისტრის მოადგილეები - მარიამ ტაბატაძე და გიორგი ბუთხუზი იმყოფებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს