
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან ანდრანიკ სიმონიანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და არსებული გამოწვევები. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
გეკა გელაძემ სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები - თამაზ ბორაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე.
თაგები:
გეკა გელაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს