გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მასპინძლობს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიქაია, დელეგაციასთან ერთად ეწვია. თურქ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მასპინძლობს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები.
ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი მაჰმუთ დემირთაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს