გეკა გელაძემ აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
გეკა გელაძემ საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე მიიღო ინფორმაცია.
შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია.
გეკა გელაძე თანამშრომლებს გაესაუბრა და მათი სამუშაო სივრცეები, ტექნიკა,ასევე, აღჭურვილობა დაათვალიერა.
გეკა გელაძე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც მესაზღვრე-კონტროლიორებს, ასევე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა.
აჭარის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, ასევე,ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები - ალექსანდრე დარახველიძე, მარიამ ტაბატაძე, შალვა თადუმაძე და გიორგი ბუთხუზი.
შეხვედრების ფარგლებში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი ,როგორც ადგილობრივი დამსვენებლების,ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველსაყოფად სრულ მზადყოფნაშია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა.
თაგები:
გეკა გელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს